воскресенье, 13 июля 2014 г.

მე-9 დღე
ძალიან  საინტერესო  ტრენინგი იყო.  გავეცანით  სიახლეებს პროექტის  დაგეგმვასა  და მის განხორციელების შესახებ,რომელსაც  გამოვიყენებთ  სასწავლო პროცესის  დროს  პროექტზე 
    ეს ტრენინგი  ძალიან დამეხმარა  მესწავლა  თუ  რა რესურსები  უნდა  გამოვიყენო პროექტისთვის,როგორ შევქმნა  სასწავლო  პროექტის  დამხმარე. მოსწავლეებმა  როგორ მოიპოვონ ინფორმაციები  და შექმნან  ნიმუშები. ეს სიახლეები  ძალიან დამეხმარება  უფრო საინტერესო  და შინაარსიანი  გავხადო  საგაკვეთილო  პროცესი.
  ინტელის ტრენინგი აუცილებელი  გზამკვლევია  პედაგოგებისათვი  ნაყოფიერი  და წარმატებული  მუშაობისთვის,  რომელიც დაეხმარება  მათ  პროექტებზე  მუშაობის  დროს..დიდი მადლობა გაწეული  მუშაობისთვის.

მე-8 დღე..
ვისაუბრეთ  ფასილიტაციის  რესურსების  შექმნაზე,როგორც  ფასილიტატორებმა  შევქმენით  ფასილიტაციის  რესურსები. ამ  რესურსებით  ვაძლევთ  რეკომენდაციებს
შემდგომში  მოსწავლეებს.

გავეცანით  ერთმანეთის  მიერ შექმნილი  და  ადაპტირებული  შეფასებები. მივეცით  უკუკავშირი  ერთმანეთის  ნამუშევრებს.

ვისაუბრეთ  წარმატებით  პროექტის  განხორციელებაზე.გავეცანით  სპეციალური  საჭიროების  მქონე  მოსწავლეთა  ჩართულობაზე  პროექტში

четверг, 10 июля 2014 г.

მე-7  დღე.
განვიხილეთ  პროექტისათვის   ჩვენს  მიერ  შექმნილი  მოსწავლეთა  ნიმუშები.გავაკეთეთ  უკუკავშირები.
 განვიხილეთ  შეფასების  ფორმები. შევავსეთ  პროექტისთვის  გამოსაყენებელი  შეფასების  რუბრიკები.

понедельник, 7 июля 2014 г.

მე-6  დღე
გავეცანით  პროექტში  ინტერნეტი  გამოყენება.  ვისწავლეთ  გუგლდრაივში  მუშაობა.
საკუთარ  ბლოკზე  ავტვირთეთ  პრეზენტაციები.ვისაუბრეთ  მოსწავლეთა   ადაპტაციაზე.  დავათვალიერეთ  მოსწავლეთა  ნაშრომები. დავიწყეთ  მოსწავლეთა  სავარაუდო  ნაშრომის  შექმნა.გავეცანით  როგორ  ვიზრუნოთ  მოსწავლეთა მიზნის  მიღწევაზე.

вторник, 1 июля 2014 г.

მე-5დ ღე
გავეცანით  ერთმანეთის  პრეზენტაციები. ვისწავლეთ  ინტერნეტის  გამოყენება  პროექტის შექმნის დროს. ვორდის  ფაილსში  ვისწავლეთ  კომენტარების  გაკეთება.ვისწავლეთ  როგორ დავიცვათ  საავტორო  უფლებები


მე-4 დღე.  განვიხილეთ  ჯგუფში  დაგეგმილი  პროექტების  ნიმუშებზე. ვიმუშავეთ  ზოგად,თემატურ და  შინაარსობრივი  კითხვების  გამოყენებაზე  პროექტის  შექმნის დროს. ვისწავლეთ  კომენტარების  გაგზავნა საკუთარი  ბლოგის  გვერდზე. ვნახეთ  ჯგუფში  გაკეთებული  პრეზენტაციების  ნიმუშები. გავიგეთ  ბევრი  სიახლე  შეფასების შესახებ,რომელიც ძალიან  საინტერესო იყო.

გამრავლება